უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა

უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

”ვასილიევკასთან (ზაპოროჟიეს ოლქი) რუსების ტექნიკა, რომელიც მათ დააგროვეს მელიტოპოლის მახლობლად (დაახლოებით 200 მანქანა), მთლიანად გაანადგურა ჩვენმა არტილერიამ”, - წერს ანტონ გერაშენკო Telegram-ში.

რუსული ძალების ტექნიკის განადგურების შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმიც ავრცელებს.

"200 ერთეული ტექნიკა მელიტოპოლში - ეს საუკეთესო საჩუქარია! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - წერს ის.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია