გია ხუხაშვილი - ვნახეთ ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხები არახამიას, ზელენსკის განცხადებებზე, ახლა ომია და არ ვუპასუხებთ, ისე გასალანძღები არიანო, ეს არის უღირსი საქციელი

როდესაც ამბობ, რომ ძლიერი არ უნდა გააღიზიანო და მისი გეშინია, ამავდროულად ამბობ, რომ უნდა იქცეოდე ისე, როგორც ძლიერს უნდა. ჩვენ მთელი ჩვენი პოლიტიკა ავაგეთ შიშზე და რუსეთის სურვილების აღსრულებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება შიშს სიფრთხილეს და სიბრძნეს არქმევს, შესაბამისად, საქმე გვაქვს მცნებების აღრევასთან და შიში არ შეიძლება სიბრძნედ იყოს გადმოცემული.

„ხელისუფლებას მთელი თავისი პოლიტიკა დემაგოგიაზე აქვს აგებული, ისინი არც პრო-რუსები არიან და არც პრო-დასავლურები, მაგრამ მათი ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება და ამ პრიზმაში უყურებენ სამყაროს. მათ თავიანთი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციეს შიში ძლიერის მიმართ და ამაზე ააგეს მთელი პროპაგანდა, როდესაც ამბობ, რომ არ უნდა გააღიზიანო ძლიერი და გეშინია მისი, ამავდროულად ამბობ, რომ უნდა იქცეოდე ისე, როგორც ძლიერს უნდა. ჩვენ მთელი ჩვენი პოლიტიკა ავაგეთ შიშზე და რუსეთის სურვილების აღსრულებაზე, უკვე მათი ლუკმა ვართ. რუსეთის ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ გვეშინოდეს, ჩვენი ხელისუფლება ამას ასრულებს. ხელისუფლება ამას არქმევს სიფრთხილეს და სიბრძნეს, მცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე, შიში არ შეიძლება სიბრძნედ იყოს გადმოცემული.

ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა აცხადებს წინასწარ მზაობას კაპიტულაციისთვის, ვინც დღეს ამბობს, რომ ომი გინდათო და ამაზე აგებს პროპაგანდას, ეს არის პირდაპირი რუსული ინსტრუქცია. ვნახეთ მათი პასუხები არახამიას, ზელენსკის და სხვების განცხადებებზე - ახლა ომია და არ ვუპასუხებთ, ისე გასალანძღები არიანო. ეს ადამიანები დასავლეთსაც აკრიტიკებენ, ყოველდღე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგანან, როდესაც ამაზე ასე პასუხობ, ეს არის ძალიან უღირსი საქციელი. თავი დავანებოთ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობები დააბრალეს. რაც მთავარია, თავიანთი პოლიტიკით ამ კრიტიკას იმსახურებენ, არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგავთ. ჩვენ ფეხს კი ვერ ვუწყობთ დასავლეთს, მის საწინააღმდეგო მიმართულებით ვმოძრაობთ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის განცხადებით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგა და არა მხოლოდ ვერბალური მხარდაჭერა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ქმედება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.

,,დიდი ამბავი იყო ატეხილი, რომ ბევრი რუსი შემოდიოდა საქართველოში. თითქმის არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი ერთ ქვეყანას ჰქონდეს უვიზო რეჟიმი და მეორეს არ ჰქონდეს. უნიკალური შემთხვევაა საქართველო, ქართველი რუსეთში ვერ შევა, ვიზის აღება დიდი პრობლემაა. მხოლოდ ვერბალურად რაღაცას რომ დაიძახებენ და ამას ეძახიან მხარდაჭერას, რაღაც ქმედებით აჩვენონ მხარდაჭერა, სავიზო რეჟიმის გამო რუსეთი ომს ხომ არ დაგვიწყებს, თვითონ აქვს ეს სავიზო რეჟიმი. ელემენტარული ნაბიჯი გადავდგათ, რომ დასავლეთმაც დაინახოს და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ნაციონალურ ინტერესებს ვიცავთ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო