მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მას ბრალად ედება ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს