დენის შმიგალი - ომის შემდეგ აღდგენისთვის უკრაინას 565 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

წინასწარი გათვლებით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას 565 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პოლონეთის, სლოვენიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„წინასწარი გათვლების თანახმად, უკრაინის პირდაპირი ზარალი 565 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რეალურად, ეს არის ის თანხა, რაც საჭირო იქნება ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა იმუშავებს იმისათვის, რომ რუსეთის სახსრები და ქონება საზღვარგარეთ დაყადაღდეს.

„გვჯერა, რომ პარტნიორი ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ ფართომასშტაბიან გეგმას“, - განაცხადა შმიგალმა.

მისივე ინფორმაციით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს რუსული აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა