CNN - აშშ-მ და ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გადასცეს

შეერთებულმა შტატებმა და ნატოში მისმა მოკავშირეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გადასცეს, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემს უკრაინის ცა რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დაიცვას.

ამის შესახებ CNN - ი ამერიკის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

საუბარია საბჭოთა დროის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე: „ოსა“, „ეს-300“ და გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტრელა-3“-ზე.

„ამ სისტემებს გააჩნია დიდი მანძილი, ვიდრე „სტინგერის“ რაკეტებს, რაც მტრის ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების საშუალებას იძლევა.

შეიარაღება ნატოს პარტნიორი ქვეყნების მიერ მიეწოდა. ჯერ გაურკვეველია, როგორ დაუბრუნდება სისტემები მიმწოდებელ ქვეყნებს“, - აღნიშნავს მედია.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
ემილ ავდალიანი - ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები