თინა ხიდაშელი - ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინაში ფრენები არ არის და ვიღაც ვერ გაფრინდება, სასაცილოა - მე რომ პრეზიდენტი ვიყო, როდესაც ევროპული ქვეყნების პირველი პირები გადაწყვეტენ, კიევში ჩავიდნენ, მათთან ხელიხელჩაკიდებული ვიდგებოდი

მე რომ ვიყო დღეს სალომე ზურაბიშვილი, აუცილებლად, ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც ევროპული სახელმწიფოების სხვადასხვა პირველი პირები გადაწყვეტენ, რომ ეს ის დღეა, როდესაც კიევში უნდა ჩავიდნენ, მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული კიევის ქუჩებში ვიდგებოდი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, თბილისში ჩამოვიდა და ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კიევში ვერგაფრენის მიზეზად, ფრენების დასახელება სასაცილოა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი ევროპელი ლიდერები კიევში ჩასვლას გადაწყვეტენ, ჩვენი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მათ რიგებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყოს.

„მაშინ, როდესაც თბილისის თავზე ბომბები ცვიოდა, თბილისის აეროპორტი იბომბებოდა, თბილისის აეროპორტში დაჯდა უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი და ვიქტორ იუშენკო რუსთაველის გამზირზე, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ჰიმნს მღეროდა. ამიტომ, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ უკრაინაში ფრენები არ არის და ვერ გაფრინდება ვიღაც, ძალიან სასაცილოა და სახლობანას თამაშს ჰგავს.

მე რომ ვიყო დღეს სალომე ზურაბიშვილი, აუცილებლად, ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც ევროპული სახელმწიფოების სხვადასხვა პირველი პირები გადაწყვეტენ, რომ ეს ის დღეა, როდესაც კიევში უნდა ჩავიდნენ, მე მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული კიევის ქუჩებში ვიდგებოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, საქართველოსთვის, სახელმწიფოებრივი ღირსების გადარჩენისთვის, პარტნიორების შენარჩუნებისთვის და სახელმწიფოებრივი სიამაყის ჩვენებისთვის, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მეგობარი და სად უნდა იდგეს მაშინ, როდესაც საქართველოს თავისუფლების საკითხი წყდება კიევის ქუჩებში დღეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა