კანადა ბელარუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

ბელარუსის თვითმფრინავებს კანადის საჰაერო სივრცეში შესვლა აეკრძალათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის ტრანსპორტის მინისტრი, ომარ ალღაბრა „ტვიტერზე“ წერს.

„ამოქმედდეს დაუყოვნებლივ და შემდგომ შეტყობინებამდე, ყველა საჰაერო ხომალდს, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს, ექსპლუატაციას უწევს ან აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის ან ბელარუსის მოქალაქე, ეკრძალება კანადის საჰაერო სივრცეში შესვლა, გამოსვლა ან გადაფრენა“,- აცხადებს მინისტრი.

მისი განმარტებით, შეზღუდვა არის რიგი ეკონომიკური ზომების ნაწილი, რომელსაც კანადა რუსეთის პირდაპირი მხარდამჭერების წინააღმდეგ ახორციელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია