საქართველოს პარლამენტის შენობაში დაშვებასთან დაკავშირებით დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იქნება, რაც არ გავრცელდება მედიის წარმომადგენლებზე.
17 მარტს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოვა. გომელაურს “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
შს მინისტრი პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს და გეგმებზე ისაუბრებს.