ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგს - თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ, თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო

თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ. თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეოჩართვისას გერმანიის პარლამენტს, რა დროსაც მან ოფიციალური ბერლინი მწვავედ გააკრიტიკა.

ვირტუალური მიმართვისას უკრაინის პირველმა პირმა ბუნდესტაგი გაკიცხა იმ ყოყმანის გამო, რაც გერმანიამ გამოავლინა, როდესაც საქმე რუსეთისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ეხებოდა, იმის შიშით, რომ ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა გერმანიის ეკონომიკისთვის.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე თავდასხმამდე იკრიბებოდნენ, დასავლელი ლიდერები კი ძალიან ნელა მოქმედებდნენ და საკმარისად შორს არ წასულან რუსეთის შესაკავებლად.

BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისა და აშშ-ს კონგრესში გამოსვლის შემდეგ, ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა დასავლელი ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მეტი მოქმედებაა საჭირო რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

CNN-ის ინფორმაციით კი, ზელენსკიმ ბუნდესტაგის წევრებისადმი მიმართვისას ჰოლოკოსტიც გაიხსნება და აღნიშნა, რომ ცნობილი ფრაზა „აღარასდროს“ „უსარგებლოა“.

„პოლიტიკოსები ყოველ წელს ამბობენ, „აღარასდროს“. ახლა ვხედავ, რომ ეს სიტყვები უსარგებლოა. ევროპაში ხალხი ნადგურდება“, - თქვა მან გერმანელ დეპუტატებთან საუბრისას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის