ევროპის საბჭოს ოფისმა ახალი პროექტის - „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის” ოფიციალური პრეზენტაცია გამართა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ევროპის საბჭოს ოფისმა ახალი პროექტის - „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის” ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს საქართველოში , გაზარდონ იურიდიული დახმარების ეფექტიანობა, ოპერატიულობა და ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით.

„ორი წლის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) საკანონმდებლო და შიდა ნორმატიული ჩარჩოს რეფორმირებას, მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. პროექტი შეიტანს წვლილს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაშიც და დახმარებას გაუწევს გაფართოებული მანდატით მინიჭებული ფუნქციების შესრულებაში. პროექტი შექმნის ახალ შესაძლებლობებსა და შეიმუშავებს ტრენინგ მოდულების სამსახურის ახლახან შექმნილი სასწავლო ცენტრისთვის. პროექტი იმუშავებს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებთან ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ შორის სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ. შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის