ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელი კოლეგა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა.

პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და მათეუშ ორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს