პაატა მანჯგალაძე - ერი, რომელიც რძის და ყველის არქონის შიშით უარს იტყვის მტერთან წინააღმდეგობის გაწევაზე, ვერც მშვიდობას მიიღებს და ვერც რძეს და ყველს

ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რათა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ქმედებების პირობებში, უცაბედად ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნაცვლად, ევრაზიული კავშირის წევრები არ გავხდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის უარს ოპოზიციის ინიციატივაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

„ის, რომ ხელისუფლება უარს ამბობს საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე, მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია რუსეთთან წინააღმდეგობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ის გზა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს თავისუფალი სამყაროს სახელით. „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მისაღებია იანუკოვიჩის მტერთან კოლაბორაციის გზა, რომელმაც დაშლის პირას მიიყვანა უკრაინის არმია, ხელსაყრელი პირობები შექმნა უკრაინის ოკუპაციისა და მიმდინარე ომისთვის.

რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რადგან „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ქმედებების პირობებში, უცაბედად ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნაცვლად, ევრაზიული კავშირის წევრები არ გავხდეთ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც შიმშილის, რძის და ყველის არქონის შიშით უარს იტყვის მტერთან წინააღმდეგობის გაწევაზე, ვერც მშვიდობას მიიღებს და შესაბამისად, ვერც რძესა და ყველს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის