ზურაბ აბაშიძე - საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინისადმი სოლიდარობა, თანადგომა და პოლიტიკური მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უჭერდა და დაუჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენმა ქვეყანამ, საერთაშორისო ასპარეზზე ქმედითი ნაბიჯებით სოლიდარობა, თანადგომა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი არაერთხელ გამოხატა.

„საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. ჩვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისათვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE). საქართველომ, ეუთოს 44 წევრთან ერთად, მხარი დაუჭირა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც მიზნად ისახავს ეუთოს ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების და ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებას,“ - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს წევრმა ასევე, იმ მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის სოლიდარობის ნიშნად განახორციელა.

„საქართველო გახდა ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა ერთობლივი განცხადების ხელმომწერი, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრას გმობს. საქართველო შეუერთდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადებას, რომელიც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად არღვევს. საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უკრაინაში“. საქართველომ, 38 ქვეყანასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. შედეგად, პროკურორმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან დღესვე, პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მიუღებელია, ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, ზოგიერთი ფსევდოპოლიტიკოსი საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევას ცდილობს.

„მსურს, ჩვენს ოპონენტებს ვუთხრა, ერთხელ მაინც დააყენონ ქვეყნის ინტერესები პირად სარგებელზე მაღლა, რადგან ახლა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა და თითოეული ქართველის გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ - ვაქციოთ საქართველო ძლიერ, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოდ’’, - აღნიშნა დეპუტატმა და უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ პირადად გამოხატა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს