თეთრი სახლი ლავროვის განცხადებაზე იარაღის გადაზიდვის შესახებ - ეს არის მუქარა, რომელიც მან ადრე გააკეთა

თეთრი სახლი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მუქარას უკრაინაში მიმავალი მატერიალური დახმარების მიმართ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი იარაღის გადაზიდვა უკრაინაში, რუსეთის "ლეგიტიმური" სამიზნე იქნება, განაცხადა, რომ მსგავსი მუქარა ადრეც ყოფილა.

„ეს არის მუქარა, რომელიც მან ადრეც გააკეთა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „ამერიკის ჯარები არ მოქმედებენ უკრაინის შიგნით“.

ფსაკის თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის ესკალაციურ მოქმედებებს.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, - განაცხადა მან.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო