ირაკლი ოქრუაშვილი - ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება: პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება, მეორე - რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს

უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება: პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება, მეორე - რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს.

„რუსეთი სულ მცირე ერთი ათეული წელი ვეღარ აღიდგენს ძალებს და დანაკარგებს. აქ ნანახი მარცხი დიდხანს გაყვება, როგორც მათ სამხედრო ელიტას, ისე მთლიანად ნაციას.

სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ დროს ჩვენ და რას მოვიმოქმედებთ, ესაა მთავარი, რა კითხვაც უნდა დაუსვას ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა საკუთარ თავს. ისევ იმის გარკვევაში რომ არ ვიყოთ მუდამ - "გადავარქვათ თუ არა მოსკოვის გამზირს სახელი ანუ გვინდა თუ არა საერთოდ სახელმწიფო", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო