ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო და უფრო აღმაშფოთებელი ხდება

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სულ უფრო და უფრო აღმაშფოთებელი ხდება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლე იუჩემ პეკინში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მან დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ "უმიზეზოდ"ართმევენ აქტივებს.

„ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანქციები პრობლემებს ვერ გადაჭრის. სანქციები ზიანს მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს მიაყენებს, გავლენას მოახდენს ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე და გააუარესებს გლობალურ ეკონომიკას“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე გაიზიარა მოსკოვის შიში ნატოს მიმართ და თქვა, რომ ალიანსი არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთისკენ და რუსეთი "კუთხეში" არ უნდა მიიმწყვდიოს.

„წამყვანი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ბირთვული ძალის, კუთხეში მიმწყვდევის შედეგები კიდევ უფრო წარმოუდგენელია“- დასძინა მან.

Sky News-ის ცნობით, ჩინეთი ერთადერთი დიდი ქვეყანაა, რომელმაც არ გააკრიტიკა რუსეთის აგრესია უკრაინაში და სიტყვა „შეჭრაც“ კი არ გამოიყენა ვითარების აღსაწერად. თუმცა, პეკინმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მაგრამ იქვე შეეწინააღმდეგა ოფიციალური მოსკოვის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა