მიხეილ სააკაშვილი - სამოქმედო გეგმაა გაზაფხულზე მთავრობის შეცვლა, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის პროცესის დაწყება

მე მაცვია დემნა გვასალიას მაისური. დემნა გვასალია არის მშვიდობის სიმბოლო და ვერავინ დამიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ყველაზე მეტად მეზიზღება მსოფლიოში ომი, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით აფხაზეთი და ცხინვალი არ დამვიწყებია, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა მოხდეს მათი დაბრუნება საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაა გაზაფხულზე მთავრობის შეცვლა, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში რეინტეგრაციის პროცესის დაწყებაა.

„თუ საქართველოში იქნება ევროკავშირის პასპორტები, მათ ყველა კომპლექსი მოეხსნებათ და ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნება. არ შეეშინდებათ, რომ გაქრებიან რუკიდან, ან მათ კულტურას ვინმე გადაემტერება და მოსპობს. გეგმა არის შემდეგი - გაზაფხულზე მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს დაწყება რეინტეგრაციის აფხაზეთისა და ცხინვალისა საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში. ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც იხსნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა