სალომე სამადაშვილი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ორგანიზებულ (DGAP) დისკუსიაში

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ორგანიზებულ (DGAP) დისკუსიაში - „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების ფონზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

„დისკუსიისას მთავარ საკითხად განიხილება, რუსეთის ომი უკრაინაში - ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის გამოწვევა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისკენ მიმავალი უკრაინა ამ მომენტში იბრძვის სახელმწიფოს და თავისი სუვერენიტეტის დაცვისთვის. ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, შესაძლოა რუსეთის აგრესიის შემდეგი სამიზნეები იყვნენ.

ამ კონტექსტში განიხილება ევროკავშირში წევრობის შესაძლო დაჩქარებული ინტეგრაცია. არის თუ არა ასეთი წევრობის პერსპექტივა ის, რაც ამ ეტაპზე სჭირდება უკრაინას და ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე სხვა მეზობლებს, თუ ეს გამოიწვევს მთელი პროცესის დევალვაციას.

ამავე პანელზე განიხილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა - სამივე სახელმწიფოს წევრობის პერსპექტივის გათვალისწინებით - და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი.

ღონისძიება იმართება გერმანიაში ლიტვის საელჩოს კოორდინაციით. მომხსენებლები: ივანე კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის პარლამენტის წევრი და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი. სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი და ლელოს პოლიტიკური მდივანი. მიხაილ პოპსოი, მოლდოვის პარლამენტის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე; დისკუსიის მონაწილე ასევე იქნება: ვიოლა ფონ კრამონი - ევროპარლამენტარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა