შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაციაა, რომ 5 ივლისის მოვლენებზე არავინაა დასჯილი

ფიქრობთ, რომ თქვენ გაქვთ მორალური უფლება, მე წამართვათ რაიმე მორალური უფლება? - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - აქვს თუ არა მას მორალური უფლება, რომ ჟურნალისტიკის დღე მიულოცოს ჟურნალისტებს 5 ივლისის შემდეგ, როდესაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ, ერთი გარდაიცვალა და ამ ძალადობის ორგანიზატორები დასჯილები არ არიან?

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 5 ივლისს მედიაზე ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირები დასჯილები არიან, რაც შეეხება იმას, არის თუ არა დასჯილი ქმედების ორგანიზატორები, ამას ვერ იტყვის.

„მე რატომ არ უნდა მოგილოცოთ? ფიქრობთ, რომ თქვენ გაქვთ მორალური უფლება, მე წამართვათ რაიმე მორალური უფლება? კიდევ ერთხელ გილოცავთ ჟურნალისტიკის დღეს! რაც შეეხება 5 ივლისს და იმას, რომ თითქოს არავინაა დასჯილი, ეს კიდევ ერთი დეზინფორმაციაა. 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თითქმის ყოველკვირეულად მიდის სასამართლო განხილვები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ჟურნალისტებზე იძალადეს. მე ვერ გეტყვით ვინ სად არის, მე გახლავართ პარლამენტის თავმჯდომარე და არა გამომძიებელი. თუკი ვინმეს უნდოდა ხელის დაფარება [ძალადობის ორგანიზატორებზე], დაკავებულ პირებს რატომ არ დააფარა ხელი არავინ? პასუხი არის მარტივი - ვინ არის ორგანიზატორი, ვინ არის შემსრულებელი, ვინ არის მოძალადე, ამას ადგენს არა ჟურნალისტი, არა პარლამენტი, არამედ, ამას ადგენს საგამოძიებო უწყება და პროკურატურა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა