კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტების „ბიზნეს აკადემია“ და „გახდი იურისტი“ დაჯილდოება გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტები ონლაინ სატრენინგო ფორმატში აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ პროფესიებს, შეხვდნენ შესაბამისი სფეროს აქტიურ/პრაქტიკოს წარმომადგენლებსა და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
„მონაწილეებს პირადად უმასპინძლა CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ კი, პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტისგან დამატებითი სასწავლო ინვესტიციებით დააჯილდოვეს - 1000 ლარიანი ციფრული ტექნოლოგიების კურსის ვაუჩერი და 5000 ლარიანი CIU CARD.
პროექტებში, რომლებშიც 400-მდე აბიტურიენტი ჩაერთო, თავისი ფორმატითა და შინაარსით პირველია საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს აბიტურიენთა მხარდამჭერ პროექტებს, რომლებიც პროფესიების უკეთ გაცნობასა და უნივერსიტეტის მხრიდან წამახალისებელ შეთავაზებებზეა ორიენტირებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.