მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის მხრიდან კაჩინსკის შექება ცინიზმის მწვერვალი იყო - ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში

ღარიბაშვილის მხრიდან კაჩინსკის შექება ცინიზმის მწვერვალი იყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კაჩინსკის ძეგლი არა ბათუმში, არამედ თბილისში უნდა იდგეს.

„ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში. სწორედ თბილისში ჩაიდინა მან თავისი ჩამოსვლით გმირობა, თბილისში ჩამოსვლით გაწირა მან მოგვიანებით სმოლენსკში თავი.

ასევე, ღარიბაშვილის მხრიდან კაჩინსკის შექება ცინიზმის მწვერვალი იყო. ვინაიდან, მე მასამართლებენ მათ შორის კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობისთვის“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში პოლონეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტზე ლეხ კაჩინსკიზე ისაუბრა და 2008 წლის აგვისტოში თბილისში მის ჩამოსვლას „გმირობის ტოლფასი საქციელი“ უწოდა.

„ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს