შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ, ამ ტალღამ, რომელიც სოციალურ ქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით აიწია, რა გამოიწვია - საზოგადოებაში შიშის დანერგვა - სიძულვილის გამოვლენა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ

ვნახეთ, რომ 3 მარტიდან მოყოლებული, ამ ტალღამ, როდესაც სოციალურ ქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით აიწია, რა გამოიწვია - საზოგადოებაში შიშის დანერგვა, თითქოს საზღვარზე მომწყდარი იყო რუსეთის - 120 000 მოქალაქე და ამით საქართველოს დაპყრობა მოხდებოდა. ვნახეთ, რა იყო შედეგი - სიძულვილის გამოვლენა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ის ფაქტი, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები იუსტიციის სახლში ბიზნესს არეგისტრირებენ, ქმნის თუ არა იმის საშიშროებას რომ, საქართველო ამის გამო საერთაშორისო სანქციებში მოჰყვეს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „არა".

„არა, რა თქმა უნდა და ესეც სამწუხარო ტალღაა, რომელიც ქსენოფობიის ზღვართან ძალიან ახლოს დგას. ჩვენ ვნახეთ, რომ 3 მარტიდან მოყოლებული, ამ ტალღამ, როდესაც სოციალურ ქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით აიწია, რა გამოიწვია - საზოგადოებაში შიშის დანერგვა, თითქოს საზღვარზე მომწყდარი იყო რუსეთის 120 000 მოქალაქე და თითქოს ამით საქართველოს დაპყრობა მოხდებოდა და ა.შ. ჩვენ ვნახეთ რა იყო შედეგი - სიძულვილის გამოვლენა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ. მათ შორის, რამდენი ფაქტი იყო, რაც ჩვენ მოვისმინეთ, როგორც ვერბალური ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენა იყო ადამიანების მიმართ. სხვათა შორის, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ან საერთოდ არ გამოეხმაურა ამ საკითხს ან ისე გამოეხმაურა, რომ პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყო ქსენოფობიური ტენდენციების გაღვივებას. მათ შორის, სამწუხაროდ, სახალხო დამცველიც 8 თუ 9 დღის შემდეგ გამოეხმაურა ამ ფაქტს, ტოლერანტობის საბჭოსთან ერთად. ყურადღება გაამახვილა, რომ აქ, რა თქმა უნდა, ქსენოფობიის გაღვივების რისკებია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარადგინა ინფორმაცია, თუ ვინ შემოდიოდა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის რამდენი მოქალაქე. ამიტომ, პაპუაშვილის აზრით, „ყველანაირად ვხედავთ, რომ რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს“.

„თავისთავად გასაგებია, რომ ახლა რუსეთიდან მოქალაქეების გადინება იქნება, ომში არის ქვეყანა და აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და ზოგიერთი მოქალაქე ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ამის ასე დრამატიზება, რომ თითქოს ეს იყოს საქართველოს წინააღმდეგ რაღაც დაგეგმილი ოპერაცია, ეს კიდევ ერთხელ ამხელს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, როგორმე ქვეყანაში დღის წესრიგი არიონ. რამდენიმე კვირა გავიდა რაც ეს ტალღა აიწია და რამე დრამატული მოხდა, რამე განსაკუთრებულს ვხედავთ? არა, რა თქმა უნდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მშვიდ და ამავე დროს, ძალიან მტკიცე პოლიტიკის შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ჩვენი მოსახლეობის შეფასებებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებას გეგმავს, პაპუაშვილმა ამ ინფორმაციას ტყუილი, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა. ამასთან აღნიშნა, რომ „აქ, უნდა დავსვათ ყველამ კითხვა, ვინ და რატომ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა