ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 5 მაისს 14:00 საათზე გაიმართება.

„2022 წლის 21 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე და ბრალდებულ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

პ.ჭ.-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 16 მარტს ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელებას და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ბრალდებული დაემუქრა ადვოკატს, რასაც თან ახლდა საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გ.ბ.-ს მიმართ. კერძოდ, თანნაქონი დანის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა უფლებადამცველს სახის არეში, რის შედეგადაც უფლებადამცველმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარისას გაუჩნდა ქმედების განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებული მტკიცებულებათა სტანდარტი და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 5 მაისს 14:00 საათზე გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს