უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა

უკრაინა - რუსეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ოფიციალურ დელეგაციებს შორის უკვე დასრულდა. ამის შესახებ ფრაქცია „სლუგა ნაროდის“ თავმჯდომარემ და უკრაინული დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და უკრაინის დროით 12:00 საათზე დასრულდა.

„შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 10:30 საათიდან 12:00 საათამდე გაგრძელდა ოფიციალური დელეგაციის შეხვედრა. ამის შემდეგ კვლავ სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაგრძელდა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ“,- განაცხადა არახამიამ.

მან მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?