რადას სპიკერის განცხადებით, 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე.

ხელმომწერ ქვეყანათა შორის საქართველოც არის.

სტეფანჩუკმა ქვეყნებს გამოწვევებით სავსე პერიოდში უკრაინის მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები