უკრაინული მედია - მარიუპოლიდან ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები

რუსმა ოკუპანტებმა ოცამდე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, როდესაც მარიუპლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ზაპაროჟიეს ოლქის ხელმძღვანელზე ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე ინფორმაციით, დაჭრილებს შორის არიან ბავშვები.

„ვიმედოვნებთ,შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას. დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. ოთხი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამი ბავშვი მოჰყვა სროლებში გულიაიპოლსკის რაიონში. ოჯახები მარიუპოლიდან მიემგზავრებოდნენ. ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, კიდევ ერთი ოჯახი მოჰყვა სროლებში. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ, მაგრამ ყველაფრისთვის მოუწევთ პასუხისგება, თითოეული ბავშვისთვის, თითოეული სიცოცხლისთვის“, - განაცხადა სტარუხმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები