გიორგი მარგველაშვილი - რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? - თუ გინდა მშვიდობა, ემზადები ომისთვის

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? - თუ გინდა მშვიდობა, ემზადები ომისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ექსპრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა უკრაინა - რუსეთის ომის ფონზე საქართველოს პოლიციაზე და განაცხადა, რომ დღეს სახელმწიფო აქტიურად უნდა იძენდეს სამხედრო შეიარაღებას და აძლიერებდეს შეიარაღებულ ძალებს.

„უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საქართველოსთვის, ისინი იბრძვიან მთელი კეთილი ნების მქონე ქვეყნებისთვის. პირველ რიგში, ისინი იბრძვიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ნატო-ს ბლოკისთვის და ასევე საქართველოსთვის, რადგან რუსეთის პუტინისტური იმპერიის გეგმები არ ჩერდება უკრაინაზე, არამედ უკვე დეკლარირებულია, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა. შესაბამისად, ეს ქვეყნები პირდაპირი თავდასხმის ობიექტები არიან ამ ბოროტების იმპერიის მომავალი გეგმებისთვის, თუ ეს ბოროტების იმპერია არ გაჩერდა უკრაინაში. როგორც ხედავთ, თავისი გმირობით როგორც უკრაინელი ხალხი, ისე უკრაინის პრეზიდენტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აღწევს იმას, რომ რუსეთი სულ უფრო გაიჭედა ამ მძიმე კატასტროფის პარალელურად, რომელსაც ისინი უკრაინაში აწყობენ.

რას აკეთებს საქართველო? - ამ ეტაპზე საქართველო მკვეთრად გაიყო ქართულ საზოგადოებასა და ქართულ ხელისუფლებას შორის. ის დისონანსი, რომელიც არსებობდა ბოლო 2 წელიწადი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ ქართული ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ყველაზე კარგად ამ დღეებში ილუსტრირდა, რადგან ერთ მხარეს დარჩა ქართული საზოგადოება, მეორე მხარეს დადგა პრორუსული, პროპუტინისტური ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე განახორციელა თავისი იდენტობის მანიფესტაცია. რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? - უნდა იყოს ყველაზე აქტიური იარაღის შეძენის თვალსაზრისით. მნიშვნელობა არ აქვს ომი მოხდება თუ არა, ძალიან მარტივი ლოგიკაა, როდესაც ხდება ომი, თუ შენ გინდა მშვიდობა, ემზადები ომისთვის. თუ გინდა, რომ შენს ქვეყანაში არ იყოს ომი, ამისთვის აძლიერებ შეიარაღებულ ძალებს და აძლიერებ შეიარაღებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს