საქართველოში კინოწარმოების სფეროში, ნიუ-იორკის ფილმის აკადემიის დონის განათლების მიღება ხელმისაწვდომი ხდება

კინოწარმოება, პროდიუსინგი, აუდიოვიზუალური რეჟისურა, კინო მხატვრობა, ხმის დიზაინი - ეს ის დარგებია, რომლებსაც საქართველოში ხარისხიანად აქამდე ვერსად დაეუფლებოდი. აქამდე, იმიტომ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ქართულ ამერიკული კინო აკადემია, რომელიც აუდიო ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს უმაღლესი დონის მომზადებას და პროფესიაში ჩაღრმავებას სწავლების იგივე მეთოდების გამოყენებით შესთავაზებს, როგორც ამას ნიუ იორკის ფილმის აკადემიების და ლოს ანჯელესის კინოსკოლა აკეთებენ.

საწყის ეტაპზე, კინო აკადემია სტუდენტებს ამა წლის 2 მაისიდან შესთავაზებს კინოწარმოების 12 კვირიან ინტენსიურ სასერტიფიკატო კურსებს, საბაზისო და პროფესიონალურ დონეზე. კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე https://ug.edu.ge/ge/certificate-workshop

კურსი ითვალისწინებს ფილმწარმოების სრული ციკლის გაცნობას, ანუ განვითარებიდან დისტრიბუციამდე. კინოწარმოების პროგრამის ძლიერი მხარე არის ინტენსიურ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც კურსის მიმდინარეობის პროცესში უახლესი, ძვირადღირებული ტექნიკის სრული აღჭურვილობის გამოყენებით, ფილმის გადაღების რეალურ პროექტებზე მუშაობას და სტუდენტის პორტფოლიოს შექმნას გულისხმობს. ამით, მომავალი პროფესიონალები კინოწარმოებისთვის საჭირო ყვეალა უნარს აითვისებენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების და კარიერული წინსვლის ძირითადი წინაპირობა იქნება, არა მხოლოდ კინოს წარმოების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო სფეროებშიც.

აკადემია სტუდენტების პირველ ნაკადს სწავლის საფასურზე 70% ფასდაკლებას სთავაზობს. სტუდენტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ ჰოლივუდში ცნობილი კინოს შემქმნელები.

სასწავლო პროგრამის ავტორი და ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის დამფუძნებელია ქართველი კინომწარმოებელი - პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი - მირზა დავითაია, რომლის ფილმოგრაფია მოიცავს კინომოყვარულებისთვის კარგად ნაცნობ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „აგვისტოს 5 დღე“, „ანტონი“ და სხვა.

-ბატონო მირზა, რითია განსაკუთრებული ქართულ-ამერიკული კინო აკადემია და რამ გიბიძგათ ამ სფეროში სასწავლო კურსების შექმნისაკენ?

-მე 2013 წლიდან ვცხოვრობ ლოს ანჯელესში და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს კინოსფეროსთან. მათ შორის იქ არსებული კინოსკოლების პედაგოგ- მასწავლებლებთან. შევამჩნიე, რომ მათი სწავლების მეთოდები სრულად პრაქტიკაზეა ორიენტირებული და კურსდამთავრებულებს მალევე შეუძლიათ კინოინდუსტრიაში ჩართვა. ამერიკაში დრო მეტად ფასობს და ალბათ ამანაც განაპირობა მათი ეს მიდგომა.

-რითია უნიკალური კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსები?

-ჩვენი კურსები არის პრაქტიკული სწავლება. სტუდენტები სწავლის დაწყებისთანავე შეუდგებიან თავისი მოკლემეტრაჟიან პროექტზე მუშაობას. მათ ამ პროცესში ინდუსტრიაში კარგად ცნობილი პროფესიონალები დაეხმარებიან. დაწერენ სცენარს, შეარჩევენ კოსტუმებს და ლოკაციებს, გაინაწილებენ გადამღები ჯგუფის როლებს და შეუდგებიან გადაღებას. თუ ერთი სტუდენტი თანაკურსელის პროექტში ოპერატორის როლს მოირგებს მეორე მასთან დამდგმელი მხატვარი იქნება და ასე შემდეგ. ამ გზით კურსის დასრულებისას სტუდენტს ექნება კინოწარმოების პროცესში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. და რაც მთავარია, ექნება საკუთარი ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლითაც შეეძლება თავი წარადგინოს პოტენციურ დამსაქმებლებთან. ეს პროცესი კარგი იმითაცაა, რომ ადამიანი მიხვდეს თუ რომელი პროფესიაა მისთვის ყველაზე ახლო და საინტერესო, ოპერატორობა, სცენარისტობა, რეჟისორობა თუ სხვა.

-რას მისცემს სტუდენტს სწავლა კინოწარმოების პროგრამაზე?

-მე ვფიქრობ, რომ გარდა კონკრეტული ცოდნისა და გამოცდილებისა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სტუდენტი ჩვენგან მიიღებს, ეს არის პორტფოლიო და გარკვეული კონტაქტები კინოს სამყაროში. ეს საკმაოდ კარგი ბაზაა იმისთვის, რომ მან გააგრძელოს მუშაობა ან ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება აუდიო-ვიზუალურ სფეროში.

-როგორია სასწავლო პროგრამა და რამდენად ითვალისწინებს ის, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს?

-სასწავლო პროგრამა განსაკუთრებულია სწორედ იმით, რომ ის ითვალისწინებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. სანამ კურსის შექმნას გადავწყვეტდით, ჩავატარეთ სიღრმისეული შრომის ბაზრის კვლევა და გავეცანით დამსაქმებლების აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ცოდნის და გამოცდილების დეფიციტია აუდიო-ვიზუალურ ინდუსტრიაში. როგორც აღმოჩნდა, დასაქმების ბაზარზე სჭირდებათ მეტი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ ტექნიკასთან მუშაობის კარგი გამოცდილება, გააჩნიათ გარკვეული პორტფოლიო. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენს სტუდენტებს შევთავაზებთ. დამსაქმებლებს კი ჩვენი კურსდამთავრებულის სახით ეყოლებათ კარგად მომზადებული პროფესიონალები, რომელთა დასაქმება უყოყმანოდ შეეძლებათ.

-რამდენად საკმარისია 3 თვე იმისათვის, რომ სასერტიფიკატო კურსის მომხმარებელმა სრულყოფილი მომზადება მიიღოს?

-განათლება და პროფესიული დახვეწა დაუსრულებელი გზაა. ბევრი დიდ ხელოვანისგან გექნებათ მოსმენილი და წაკითხული რომ ისინი დღემდე სწავლობენ. მაგრამ, იმისათვის, რომ ადამიანმა ძალიან კარგი საბაზისო ცოდნა და გამოცდილება მიიღოს კინოხელოვნების მიმართულებით - ეს 3 თვე სრულიად საკმარისია. გარდა წარმოების პროცესის ზოგადი გაგებისა, ისინი გამოსცდიან საკუთარ თავის კინოინდუსტრიის რამდენიმე პროფესიაში და აღმოაჩენენ თავიანთ სუსტ და ძლიერ მხარეებს. ეს მათ საშუალებას მისცემს სწორი გზა აირჩიონ მომავალ კარიერასა თუ სწავლის გაგრძელებაში.

-სად შეიძლება დაინტერესებულმა პირმა მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდეს სასურველ კურსზე?

-სრული ინფორმაცია ქართულ-ამერიკული კინო აკადემიის სასწავლო პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, აკადემიის ბმულზე, სადაც მსურველებს შეუძლიათ მარტივად დარეგისტრირდნენ სასურველ კურსზე: https://ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა