სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება" ცდილობს შეავიწროოს ყულფი პრეზიდენტის კისერზე, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გაამარტივოს მომავალში, თუ ეს საჭიროდ ჩათვალეს

გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება" ცდილობს შეავიწროოს ყულფი პრეზიდენტის კისერზე, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გაამარტივოს მომავალში, თუ ეს საჭიროდ ჩათვალეს, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ცვლილებები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც შეეხება ევროკავშირში და ნატო-ში ჩვენს მომავალს, არის საკმაოდ დიდი განსხვავებები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის. მისი კონსტიტუციური შევიწროება არის დაკავშირებული სწორედ მის საგარეო პოლიტიკურ საქმიანობასთან, რაც მიმართულია არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ გარკვეულწილად სახელმწიფოს წინააღმდეგაც, ამიტომ ჩვენ ხმამაღლა ვაპროტესტებთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს