არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ, რისი გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება საქართველოს პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოს წინაშე დადგება.

თალაკვაძის თქმით, ამ რთულ ვითარებაში, როცა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ყველა ქვეყანა და მათ შორის, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და ფიქრობს თავის უსაფრთხოების პირობებზე. მისი თქმით, საქართველო მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილოს ნებისმიერ ფორმატში, თუ რის გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები.

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გრძელვადიანი გარანტიები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო