არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასსა და მოქალაქეებს შორის ჩამოაფარა ფარდა, რომლის უკანაც ხდებოდა დასავლური ღირებულებების დევალვაცია - მიხეილ სააკაშვილი ამისთვის იხდის სასჯელს

მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ჩამოაფარეს ფარდა, რომლის უკანაც ქვეყანაში ხდებოდა დასავლური ღირებულებების დევალვაცია და დისკრედიტაცია - ეს არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც ის იხდის სასჯელს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარებაში დაადანაშაულა.

“სააკაშვილის ბევრი პროვოკაციული განცხადება ვნახეთ. დღემდე საზოგადოებას აქვს არგუმენტირებული კითხვები, ვის ინტერესებს ემსახურებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. შედეგებს თუ შევაფასებთ, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი გახლდათ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიები დამატებით ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, ეს გახლდათ ის გუნდი, რომელმაც ძირი გამოუთხარა საქართველოში ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და რომელმაც პრაქტიკულად მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ჩამოაფარეს ფარდა, რომლის უკანაც ქვეყანაში ხდებოდა დასავლური ღირებულებების დევალვაცია და დისკრედიტაცია. ეს არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც ის იხდის სასჯელს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა