პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს

მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საკითხი პრეზიდენტის საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტის შემდეგ დაისვა.

„ელჩებთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამის მერე დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

პრეზიდენტი რას ფიქრობს, ამას თავად იტყვის, უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ამ ვიზიტის შემდეგ დაისვა საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ჩვენ კონსტიტუციას სწორად ვერ ვკითხულობთ. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური. დაველოდოთ, როგორ მიმართავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს, რა საკითხების განმარტებაზე მიმართავს", - განაცხადა მსხილაძემ.

ლევან ცუცქირიძე - ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
მოასწარი დეკემბერი - სამომხმარებლო სესხზე „ლიბერთის“ ახალი აქცია დაიწყო
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს