კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება

მე მგონი დღეს უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ პუტინის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი დადგება, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი.

მან ჟურნალისტს მიუთითა, რომ ამ თემის წამოწევისთვის მას, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, უნდა შერცხვეს.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება.

„მე მგონი დღეს უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია. უბრალოდ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გეუხერხულებოდეთ ამ თემაზე საუბარი, თუმცა მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის არანაირი უხერხულობა, არანაირი პატრიოტიზმი არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა. მე მესმის, რომ ეს შეიძლება თქვენი პირადი შეკითხვა არ იყოს, შეიძლება ეს ყველაფერი დავალებული არის, უბრალოდ თქვენ უნდა შეგრცხვეთ, როგორც რიგით მოქალაქეს ამ თემის წამოწევაზე. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა