გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, მორალური სიცხადე წყალგამყოფ საკითხში, თუ ვინ უჭერს ივანიშვილის რეჟიმის პრორუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას მხარს უკრაინის საკითხზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და ვინ არა

მნიშვნელოვანია, მორალური სიცხადე წყალგამყოფ საკითხში, თუ ვინ უჭერს ივანიშვილის რეჟიმის პრორუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას მხარს უკრაინის საკითხზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და ვინ არა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე რასაც აკეთებს, ეს ივანიშვილის რეჟიმის საქმეა.

„მეასეხარისხოვანია გრიგოლ ვაშაძემ ჩემზე პირადად ან ჩემს პოლიტიკურ გუნდზე, „ევროპულ საქართველოზე“ რა თქვა. აქ მთავარია, რომ მხოლოდ „ევროპული საქართველო“ არ უნდა იყოს ის, ვინც ასეთ რაღაცებს ამჩნევს და რეაგირებს ხოლმე და პოლიტიკურმა სპექტრმა, სხვებმა, საზოგადოებამ უნდა ირეაგირონ ამაზე პროაქტიურად. მნიშვნელოვანია მორალური სიცხადე ამ წყალგამყოფ საკითხში, ვინ უჭერს ივანიშვილის რეჟიმის პრორუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას მხარს უკრაინის საკითხზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და ვინ არა. ეს საქციელი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი მომავალი პოლიტიკური ალიანსებისთვის, მხარდაჭერისთვის. ამის გარეშე ავტორიტარულ რეჟიმს ჩვენ ვერ მოვუგებთ თუ არ გვექნება სიცხადე ასეთ სამარცხვინო საქციელთან მიმართებაში. ვაშაძე რას აპირებს არ ვიცით, მაგრამ უკვე რასაც აკეთებს, ეს ივანიშვილის რეჟიმის საქმეა. ჩვენი რეაქცია რამ გამოიწვია, რომ ეს კაცი ასე იქცევა, ამ დროს კი სააკაშვილი, პოლიტიკური პატიმარია და მისი პოლიტიკური გუნდი მას აქებს, ამას არ იმჩნევენ. ეს ძალიან ცუდია, როცა ოპოზიციის ნაწილი ასე იქცევა და „ევროპული საქართველო“ ყოველთვის მკაფიო პოზიციას იჭერს ასეთ პრინციპულ საკითხებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა