გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ სპიკერებმა დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ თურმე როგორ ტყუილად ჩახოცა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი ქვეყანაში და რომ ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ხსნა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია საზოგადოებას ხვალ იმ პროპაგანდისტული განცხადებების კრებულს წარუდგენს, სადაც, მისი თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები პუტინის უძლეველობას და მასთან შეგუების აუცილებლობის იდეას კულტივირებენ.

„ოდნავ უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ თუ როგორ ექცევა პუტინისტური პროპაგანდა უკრაინას და ზელენსკის აბრალებს ფაშისტობას, ოღონდ თვითონ არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი, ღიად თან, „ოცნების“ პროპაგანდა ძალიან ჰგავს მას. ამ გუნდის სპიკერებმა სოციალურ მედიაში და ტელევიზიითაც დაიწყეს კამპანია, როგორ არის ნეიტრალიტეტი ხსნა. პრეზიდენტი ზელენსკი სულ სხვა ორმხრივი გარანტიების კონტექსტში ახსენებს მას. "ქართული ოცნების" სპიკერებმა აქ ეს ამოიღეს და დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ თურმე როგორ ტყუილად ჩახოცა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი ქვეყანაში, ახლა როცა ამ კამპანიას მოყვა საზოგადოების რეაქცია, უბრალოდ ისროლეს ბრალდება, რომ ოპოზიციამ აღარ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. სრულ აბსურდში გვამყოფებენ. ჩვენ, "ევროპულმა საქართველომ" შევკრიბეთ ეს ყველაფერი და ხვალ წარვუდგენთ საზოგადოებას ვინ ლაპარაკობდა ამ ყველაფერს, ვინ კულტივირებდა ამ აზრს, ვინ ეწევა პროპაგანდას პუტინის უძლეველობის და ამასთან შეგუების აუცილებლობის და ვინ ისვრის ქვებს ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბოკერიამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება