ლევან იოსელიანი - გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ვეთანხმები - არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვა

გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ქვეყნის გარეთ სწორ ნაბიჯებს დგამს, რაშიც ვაშაძეს ეთანხმება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძეს ვეთანხმები, რადგან მე ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ვიცი, იქ რა ნაბიჯებს ვდგამთ ერთად, მმართველი პარტია და ოპოზიცია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს ამ განცხადების გამო”, - აღნიშნა მან.

ლევან იოსელიანის თქმით, სხვა საკითხია, „არის თუ არა ასევე თანმიმდევრული „ქართული ოცნება” ქვეყნის შიგნით” რომელიც ხშირ შემთხვევაში „ურთიერთსააწინააღმდეგო განცხადებებსაც კი აკეთებს“.

„ერთ დღეს მიესალმა უკრაინის მხარდამჭერ აქციას, რომელიც რუსთაველზე იყო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არ ყოფილა, შეიძლება ბევრს უნდა მიიწეროს. იქ უამრავი ადამიანი იყო, ვინც უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა. რატომ დაიშალა ეს აქცია, ყველა კარგად ვიცით. ეს მოხდა მაშინ, როდესაც გაშალეს „თავისუფლება მიშას“ პლაკატი, რომელიც უკვე, შეკრებების ჭავლის მანქანებზე უფრო ეფექტური დამშლელია. როგორც კი ეს გზავნილი გამოაქვთ, მაშინვე ხალხი იშლება და ისინიც უნდა მიხვდნენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს და ეს თავადაც კარგად იცის.

იოსელიანის შეფასებითვე, დღეს მმართვე პოლიტიკურ ძალასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება სახეზეა.

„ყველაფერი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან თავისი სიტყვა თქვა, ტაში არ დაუკრეს არც „ქართული ოცნებიდან“ და არც „ნაციონალური მოძრაობიდან“. სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, ვინც ფეხზე წამოვუდექით და ტაშს ვუკრავდით. ეს ყველაფერი უკვე იმის მომასწავებელი იყო, რომ შეიძლებოდა, პრეზიდენტის მიმართ რაღაც ტიპის „სანქციები“ გამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“ და ასეც მოხდა, როდესაც მათ საუბარი დაიწყეს ჯერ სარჩელის შეტანაზე, რაზეც შემდეგ შეჩერდნენ, მაგრამ კომპეტენციათა გამიჯვნის თვალსაზრისით გადაწყვიტეს, რომ კანონში შეიტანონ ცვლილებები და კონსტიტუციაში ნათელი გახადონ, რისი უფლება აქვს პრეზიდენტს და რისი - არა. ამაში ცუდი არაფერია და ეს ცვლილებები აქამდეც რომ შესულიყო, პრობლემას ვერ დავინახავდი, თუმცა, ეს ემთხვევა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. აქედან გამომდინარე, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რატომ გახდა ამ ცვლილებების დაინიცირება მაინცდამაინც ახლა საჭირო.

არ მგონია, რომ ყველაფერი იმპეჩმენტამდე მივიდეს. ამ პროცესის დაწყებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ შეგიძლია იმპიჩმენტი მიიყვანო ბოლომდე. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს ხმების რაოდენობა იმისთვის, რომ იმპიჩენტს მიღწიოს. ამიტომ, ამ პროცესს, სავარაუდოდ, არც წამოიწყებს. გუშინ პრეზიდენტი, რომლის არჩევაშიც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო „ქართულმა ოცნებამ,“ დღეს ეს პრეზიდენტი ფაქტია, რომ მათთვის აღარ არის ისეთი მოსაწონი, როგორიც არჩევიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში იყო და ეს დაპირისპირება უკვე სახეზეა. ამ დაპირისპირებაში მთავარი არის ერთი რამ, რომ არ ავნოს საბოლოო ჯამში, ქვეყანას და ამაზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო