იაგო ხვიჩია - უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, შემთხვევით არ გაუწვევია აქედან ელჩი, შემთხვევით არ აბრალებენ საქართველოს მთავრობას ამორალურ პოზიციას

მე ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, შემთხვევით არ გაუწვევია აქედან ელჩი, შემთხვევით არ აბრალებენ საქართველოს მთავრობას ამორალურ პოზიციას,- ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყნის მისამართით უკრაინის გზავნილებზე დაფიქრება მართებს.

„ამაზე დაფიქრება მართებთ, ხოლო ის, რომ რაღაცას ვაკეთებთ და პამპერსებით ვეხმარებით ვიღაცას, არ არის ყოველთვის სწორი პასუხი. ჩემთვის მხარდაჭერა საკმარისი არ არის მინიმუმ იქამდე, სანამ უკრაინის ელჩი არ დაბრუნდება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინის რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის დღევანდელ განცხადებას, სადაც მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის რიგ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველო არ არის.

„ორი დღის წინ მგონი, მადლობა გადაგვიხადა, დღეს მადლობას არ გვიხდიან, ამ ორი დღის განმავლობაში რის გაფუჭება მოასწრო „ქართულმა ოცნებამ" არ ვიცი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, რუსლან სტეფანჩუკმა რამდენიმე ქვეყანის, მათ შორის საქართველოს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების აუცილებლობის თაობაზე განცხადებაზე ხელმოწერის გამო მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ განცხადებას საქართველოს მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე აწერდა ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა