მიხაილო პოდოლიაკი - ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების მკვდარ თვალებს ხედავდეთ და გრძნობდეთ წვას მარიუპოლიდან, გადადგით 4 ნაბიჯი

ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების მკვდარ თვალებს ხედავდეთ და გრძნობდეთ წვას მარიუპოლიდან, მხოლოდ 4 ნაბიჯია გადასადგმელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე" დაწერა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ ომის მიმდინარეობა შეცვალონ.

„გადასადგმელია მხოლოდ 4 ნაბიჯი: თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, იმ შემთხვევაში თუ ცის ჩაკეტვა არ შეგიძლიათ; ფრთოსანი რაკეტები/საბრძოლო მასალა მძიმე რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; რუსეთის ფედერაციის გემებისთვის პორტების ტოტალური ჩაკეტვა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია