ბექა ლილუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა

ნეიტრალიტეტმა არ უშველა უკრაინას 2014- ში, არც მოლდოვას, არც ჩვენ. 90- იანებში, როცა საერთოდ არ იყო საუბარი ნატო-ზე, ქართველების გენოციდი მოაწყო რუსეთმა - უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტი არავითარ შემთხვევაში არ არის უსაფრთხოების გარანტია და ამის მაგალითები არსებობს.

„რუსეთის მიზანი რა თქმა უნდა, არის ის, რომ ქვეყანას მსგავსად დეკლარირებული პოზიციები დააფიქსირებინოს, თუმცა შეგახსენებთ, ამან არ უშველა უკრაინას 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებით, მას ეს კონსტიტუციურად ჰქონდა გამოცხადებული, არ უშველა მოლდოვას, არ გვიშველა ჩვენ. 90- იან წლებში საერთოდ საუბარი არ იყო ნატო-ს წევრობაზე, მაგრამ ჩვენი ტერიტორიის ორ ნაწილში ქართველების გენოციდი მოახდინა რუსეთმა. ამიტომ რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტი არ არის უსაფრთხოების გარანტია, უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა, რომელიც ყველა განვითარებულ სახელმწიფოს ფარავს და ჩვენც ამ ფარდის მოპოვებაზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა