არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად მეხუთე კოლონად გადაიქცა, ამ მეხუთე კოლონას კი თავისი სოლისტები ჰყავს

დღეს, როცა ომია უკრაინაში, ცდილობენ ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად გადაიქცა მეხუთე კოლონად და ამ მეხუთე კოლონას ჰყავს თავისი სოლისტები, თავისი შემსრულებლები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ უფრო მკაფიო მხარდაჭერა უნდა გამოხატოს უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს, აჟიოტაჟი კი ამ საკითხზე ხელოვნურად არის ატეხილი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი.

„საქართველოს ტერიტორიები შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გახლავთ ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, შესაბამისად, საქართველომ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი, სამხედრო აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია. შესაბამისად, ვფიქრობ, აქ აჟიოტაჟი არის ხელოვნურად ატეხილი, ცალსახად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე შეინარჩუნონ თავი, ვინაიდან, შეგახსენებთ, რა ხდებოდა ომის წინა პერიოდში - მათ წააგეს არჩევნები, საბოტაჟის გეგმა, რომელიც ჰქონდათ, გაკოტრდა და პრაქტიკულად, აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ოფსაიდში, შემდეგ ცდილობდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციაში შეეშალათ ხელი საპარლამენტო აქტივობის განხორციელების პროცესში და დღეს, როცა ომია უკრაინაში, ცდილობენ ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად გადაიქცა მეხუთე კოლონად და ამ მეხუთე კოლონას ჰყავს თავისი სოლისტები, თავისი შემსრულებლები, მის მიერ კონტროლირებადი მედია და ყოველდღიურ რეჟიმში, როცა ყველა კარი დაკეტილია, ცდილობენ ფანჯრიდან შემოვიდნენ ამ პროცესში. სხვა ამას არაფერი ჰქვია, როცა უკრაინაში ომია და რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები, რითაც არის დაკავებული რადიკალური ოპოზიცია. მათ მიერ დაფუძნებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაკავებულია საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარ ქვეყანაზე შეტევით და მუდმივი მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება, რაც გაუგებარია.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებები და მოთხოვნები, არის ძალიან ზოგადი, ძალიან კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით გაკეთებული, გაუგებარია ამ რთულ დროში, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას ასე ესაუბრება, ეს რას ემსახურება. თითოეულ საკითხზე ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები არსებობს, შესაბამისად, ეს განცხადება ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ, მასში მოცემულ ყველა პუნქტზე არის ძალიან მკაფიო პასუხები, საქართველოს ხელისუფლება ყველა თავის ნაბიჯს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფუძნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ აქვს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ჩვენს პარტნიორებს და თავად უკრაინელ ხალხს, რომელთაც არაერთხელ გამოხატეს მადლიერება საქართველოს, ქართული საზოგადოების, ხელისუფლების მხარდაჭერის გამო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა