ანდრეი კასიანოვი - უკრაინელები გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს მხარდაჭერისათვის, ეს არის ის, რაც ყოველთვის გვემახსოვრება და რასაც არასდროს დავივიწყებთ - დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!

ომი ყოველთვის ტკივილია, მაგრამ უკრაინელები არ ესხმოდნენ არავის თავს, ჩვენ მხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქალებს და ბავშვებს დამპყრობლებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინას არასდროს დაავიწყდება.

„პატივცემულო ქართველო ჟურნალისტებო, ჩვენო პატივცემულო მეგობრებო, ძმებო და დებო, ომი ყოველთვის ტკივილია, მაგრამ უკრაინელები არ ესხმოდნენ არავის თავს, ჩვენ მხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენ ვიცვათ ჩვენს ქალებს და ბავშვებს დამპყრობლებისგან, რომლებმაც მოისურვეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ღირებულებებისა და მიწის დაპყრობა. სასტიკად მტკივნეულია, როცა დაღუპულთა შესახებ ცნობებს ვიღებთ, ეს არ იყო უკრაინელი ხალხის არჩევანი, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ დავუპირისპირდით. ჩვენ, უკრაინელები გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს მხარდაჭერისათვის, ეს არის ის, რაც ყოველთვის გვემახსოვრება და რასაც ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, საქართველოს გაუმარჯოს, უკრაინას გაუმარჯოს!“, - განაცხადა კასიანოვმა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს