საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვეს, რომ უმრავლესობა მათ პოზიციებს გაიზიარებს.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურთან გაიმართა. ოპოზიციიდან კონსულტაციებზე "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "გირჩის" და "მოქალაქეების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"ეს საკითხი, რომელზეც დღეს შევიკრიბეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასზე ინფორმაციის მიღება და პოზიციების გაცვლა კარგი პრეცედენტია ამ პარლამენტში, ველოდებით ამ პროცესის გაგრძელებას საკომიტეტო მოსმენაზე და შემდგომ უკვე პლენარულ სხდომაზე. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რომ არ დაზიანდეს შემდგომი პროცესი, სიმართლე გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებელია გარკვეული თანხმობისკენ სვლა, შეხვედრის ფაქტი, როცა საკმაო პოლარიზება არის პოლიტიკურ ძალებს შორის, ალბათ, მისასალმებელია",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისათვის, პარლამენტმა, 16 მარტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო, პანდემიიდან გამომდინარე, პატიმრებს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაუთვლის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი პირველი მოსმენით, 91 ხმით მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა