შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ აქვს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ 13 ქვეყნის განცხადებას საქართველოდან გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ აქვს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ 13 ქვეყნის განცხადებას საქართველოდან ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა.

როგორც პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მიმართვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა გამოაქვეყნა, ცალკეული ქვეყნების დეპუტატების ინიციატივაა, „ვისაც ერთმანეთთან კონტაქტი აქვს“.

პაპუაშვილის თქმით, მას და საქართველოს პარლამენტს აღნიშნული დოკუმენტი არ მიუღია.

„ეს გახლავთ სხვადასხვა პარლამენტების ცალკეული დეპუტატების კერძო ინიციატივა. სახელმწიფოების მხრივ არ არის რაიმე ხელმოწერა. ეს გახლავთ ცალკეული დეპუტატების ინიციატივა. ის, ვისაც ერთმანეთთან კავშირი და კონტაქტი აქვს. მე არც კი მიმიღია ეს დოკუმენტი და როგორც ვხვდები, არც უმრავლესობას მიუღია. ეს ცალკეული დეპუტატების ინიციატივა გახლავთ და აქედან გამომდინარე, დეპუტატების წიაღში დაბადებული იდეა, რომელსაც საბოლოოდ, ხელს არათუ ერთი ადამიანი აწერს, ოპოზიციის მხრიდანაც ერთი ადამიანი აწერს ხელს.

რაც შეხება ქართული სახელმწიფოს პოზიციებს, ეს პოზიციები გამოხატულია არა მხოლოდ განცხადებებში - გაერო-ში რეზოლუციაზე საქართველოს ხელისუფლებამ ხმა მისცა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას, ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და ა.შ. ანუ, ყველაზე მაღალია და ყველაზე ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ხელმომწერ ქვეყანათა შორის საქართველოც არის. მიმართვას ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აწერს ხელს, საქართველოდან კი ხელმომწერი პირი ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძეა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით