ხათუნა ლაგაზიძე - რუსეთის ნახევრად დამარცხება, მის უფრო მეტად გამწარებას და გამხეცებას გამოიწვევს - დღეს უკრაინაში წყდება არა მარტო საქართველოს, არამედ დასავლური ცივილიზაციის ბედი

რუსეთს ნახევრად დამარცხება, მის კიდევ უფრო მეტ გამწარებას და გამხეცებას გამოიწვევს. 10-15 წელიწადში, ჩვენ ყველამ ერთად, შეიძლება გაცილებით უფრო სასტიკი რუსეთი მივიღოთ, - ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის მარცხი მსოფლიოს მისცეს იმის საშუალება, რომ რუსეთი მაქსიმალურად მოაქციოს არტახებში.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა მოიხსნას ის სანქციები, რაც დასავლეთმა კრემლის წინააღმდეგ აამოქმედა.

„რუსეთს ნახევრად დამარცხება, მის კიდევ უფრო მეტ გამწარებას და გამხეცებას გამოიწვევს. 10-15 წელიწადში, ჩვენ ყველამ ერთად, შეიძლება გაცილებით უფრო სასტიკი რუსეთი მივიღოთ. ამიტომაც, საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთის მარცხი უკრაინაში, მსოფლიოს მისცეს რუსეთის მაქსიმალურად არტახებში მოქცევის საშუალებას, საუკეთესო შემთხვევაში კი მის დემოკრატიზაციას. შოლცმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეს სანქციები არ უნდა მოიხსნას ომის შემდეგ, ეს უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივვადიანი სანქციები და გერმანიისგან ამის მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის.

ამასთან, ლაგაზიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ პოლონეთში შეჭრის შესაძლებლობაზეც:

„უკრაინას დღეს არავის დასამადლებელი არაფერი სჭირს, რადგან დღეს უკრაინაში წყდება არა მარტო საქართველოს ბედი, არამედ ნატო-ს და ამ ალიანსის სახელმწიფოების ბედი, ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ბედი. ამიტომ, დასავლეთი ძალიან პრაგმატულია თავის გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინას ეხმარება.

გუშინ დაიწყო ინფორმაციების გავრცელება, რომ ზურგს უკან რუსეთმა უკვე გააფრთხილა პოლონეთი. ხვალ იმართება ნატო-ს სპეციალური სამიტი, სადაც ჩადის ბაიდენიც. ამ სამიტზე პოლონეთი აპირებს დააყენოს საკითხი უკრაინაში ნატო-ს ჯარების სამშვიდობო ეგიდით შესვლის თაობაზე და სწორედ ამის გამო, რუსეთს საპასუხოდ თითქო და გაუფრთხილებია პოლონეთი, რომ თუკი ეს ამას გააკეთებს, მოხდება რუსეთის მხრიდან პოლონეთის დიდი ქალაქების დაბომბვა. პოლონეთის ეს მოთხოვნა, რომ სიმართლეს შეესაბამება, ამას ადასტურებს გაეროში აშშ-ს წარმომადგენელიც“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს