ირაკლი ალადაშვილი - პუტინმა ყველა კონვენციური იარაღი გამოიყენა, დარჩა ბირთვული შეიარაღება, რომელიც შეიძლება გამოიყენოს, ამის საფრთხე არის - გამწარებულია, როდესაც უკრაინაში ჩაფიქრებული "ოპერაცია" არ გამოსდის

ანალიტიკოსი, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, არის საფრთხე, რომ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, რუსეთმა თითქმის ყველა შეაიარაღება გამოიყენა, რაც შეეძლო.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 1780-მდე არის რუსების მიერ დაკარგული ტექნიკა, ხოლო უკრაინელების 515.

„დღეს პუტინმა ყველა კონვენციური იარაღი გამოიყენა. ჩვეულებრივ შეიარაღებად რაც ითვლება, ტანკი, არტილერია, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, დარჩა ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება, რომელიც შეიძლება გამოიყენოს. რეალურად, ამის საფრთხე არის“, - განაცხადა ალადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ძალიან გამწარებულია, როდესაც უკრაინაში ჩაფიქრებული ოპერაცია არ გამოსდის“ და არავის ინდობს, მათ შორის არც ცხელ წერტილში მომუშავე მედიას.

„პუტინს უნდა მოსახლეობას აჩვენოს, რომ ერთი ქალაქი მაინც აიღო და სამაგალითოდ დასაჯა. ამით უნდა, უკრაინას, მსოფლიოს აჩვენოს, რომ როგორც მარიუპოლზე ქვა ქვას არ დავტოვე, იგივეს გავაკეთებ სხვაგანო, მაგალითად, ხარკოვში, ოდესაში და კიევში, ანუ ერთგვარად შეშინება უნდა“,- განაცხადა ალადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო