ირაკლი ღარიბაშვილი - სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს, ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, მადლენ ოლბრაიტი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი.

“სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მადლენ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა