საფრანგეთის ელჩი - ეს არის ევროპის ომი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საერთაშორისო წყობისთვის - ეს არის რუსეთისა და ბელარუსის ომი უკრაინის წინააღმდეგ

ეს არის ევროპის ომი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საერთაშორისო წყობისთვის - უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ასევე წარმოადგენს ჩვენი ღირებულებებისთვის ბრძოლასაც, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიეგო კოლასიმ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრისას პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთისა და ბელარუსის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ქვეყანა, რომელიც ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანია, იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის. ეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტი ეტაპია. მინდა, ჩემი გამოსვლისას ამ მნიშვნელოვან საკითხს ხაზი გავუსვა - ეს არის რუსეთის აგრესია და საქართველოს საქმიანობა. რა თქმა უნდა, საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას მკაცრად გმობს. თავისთავად საფრანგეთი გმობს ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებას ამ საქმიანობისთვის, საფრანგეთი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, ასევე ცეცხლის შეწყვეტას და საკუთარი შეიარაღების გაყვანას. ეს არის ევროპისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი. თავისთავად შედეგები დღესაც და სამომავლოდაც იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის ევროპის ომი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საერთაშორისო წყობისთვის. ამ ეტაპამდე ეს არის წარუმატებელი მცდელობა. უკრაინის საზღვარზე 150 ათასზე მეტი სამხედრო პერსონალი ჰყავს განთავსებული, თუმცა ხერსონის გარდა სხვა ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. მათ აქვთ მნიშვნელოვანი დანაკარგი. მათ საფონდო ბირჟას ყველანაირი ძალა აქვს დაკარგული, ისევე როგორც ვალუტას. უკრაინული წინააღმდეგობა არის თვალნათელი.

უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ასევე წარმოადგენს ჩვენი ღირებულებებისთვის ბრძოლასაც. ვხედავთ, რომ აგრესია გრძელდება, რუსეთი წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც მოლაპარაკებების მსურველს, მაგრამ ვხედავთ, რომ ის არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თავისი მიზნების მისაღწევად. მისი სტრატეგია გამიზნულია ნგრევაზე, ასევე ისინი ახორციელებენ სამოქალაქო - მშვიდობიან მოსახლოებაზე თავდასხმას, სამოქალაქო წერტილებზე თავდასხმას, როგორიც იყო სამშობიარო სახლი თუ მარიუპოლის თეატრი. ამასთან ერთად მიმდინარეობს პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც საომარ მოქმედებებს უკავშირდება. ასევე შეუსაბამო ენა, რომელიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესახებ თავისთავად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მოდით, ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ, ეს არის რუსეთისა და ბელარუსის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიეგო კოლასიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს