გრიგოლ ვაშაძე ტერიტორიების დეოკუპაციის შესაძლებლობაზე - რა ახალი შესაძლებლობები შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია

არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. რა ახალი შესაძლებლობები შეიძლება იყოს ამ პერიოდში, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ - ის, რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები სერიოზულად არიან დაფიქრებულნი იმაზე, სად აღმოჩნდნენ და ვისთან არიან მოკავშირეობაში. ეს ფაქტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მუშაობა გაგრძელდა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესი ექნება, ეს მოიტანს შედეგს, თუმცა ევროპელი პარტნიორები ხელისუფლების ქმედებების გამო იმედგაცრუებულები არიან.

„ჩვენ თუ გავაგრძელეთ ნორმალური მუშაობა ამ ხალხთან, შედეგი აუცილებლად იქნება, მითუმეტეს, თუ საქართველოს ექნება პროგრესი ევროპის კავშირის გზაზე, მაგრამ ევროპის კავშირზე და განაცხადზე რომ ვლაპარაკობთ, ერთი რამ მინდა იცოდეთ, ჩვენს მოკავშირეებს ერთი მხრივ, აქვთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი იმედგაცრუება იმაზე, რომ ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა, უარი თქვა იმ რეფორმებზე, რომელსაც ამდენი წელიწადია ელოდება ევროპის კავშირი,“ -განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს ამ ტიპის საუბარს. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს