არჩილ თალაკვაძე - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურდა - სამართლებრივ ბრძოლებში საქართველომ გაიმარჯვა

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურდა - სამართლებრივ ბრძოლებში საქართველომ გაიმარჯვა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების დაუშვებლად ცნობას.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ევროსასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის ძირითადი საქმე მოგებული აქვს, რაც მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მოქმედი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმატება და გამარჯვებაა.

თალაკვაძის განცხადებით, ამას მოჰყვა ჰააგის პროკურორის ორდერი იმ პირთა დაპატიმრების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მონაწილეობდნენ.

“ეს საქართველოს და ჩვენი ხელისუფლების მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. დღეს სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დაუშვებლად ცნო იმ საჩივრების განხილვა და მათზე რაიმე სახის გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით შევიდა.

ეს სამი გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურებულიყო. საქართველომ სამართლებრივ ბრძოლებში გაიმარჯვა!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად 370 ინდივიდუალური საჩივარი ცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა