მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვუთხრა  პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და ხელისუფლებას: შეეგუეთ მარცხს, სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარი, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლოები გაიძულებენ

მინდა ვუთხრა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას - შეეგუეთ მარცხს, ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარი, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ”, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, აქამდე ყველა საერთაშორისო სასამართლოში გამართლდა, თუმცა „მურუსიძის სასამართლოს“ ყოველთვის აგებს.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად კარგად მესმის მისი ფასი, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის 1993 წლის კურსდამთავრებულს.

დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად “ოცნების” მიერ შეთითხნილ საქმეებზე და სამართლიანობის აღსადგენად. მინდა ყველას შევახსენო, რომ მე მოვუგე ჰოლანდიის ადგილობრივ სასამართლოში სარჩელი ივანიშვილის წარმომადგენელს, რუხაძეს 2018 წელს. 2020 წელს ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგი და 2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები, სადაც მე და სამხედროებს წინასწარი წარმოების ეტაპზე გვიცავდა მსოფლიოში სახელგანთქმულ იურისტთა ჯგუფი და სადაც წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ქართველი სამხედროები განსასჯელის სკამზე აღმოვჩენილიყავით.

ერთი სიტყვით, აქამდე, გავმართლდი ყველა საერთაშორისო სასამართლოში და რატომღაც ყოველთვის ვაგებ მურუსიძის სასამართლოს. მიზეზი, სრულიად გასაგებია - ის, რაც საქართველოში ხდება, ყველაფერია მართლმსაჯულების გარდა. თუმცა, ჭეშმარიტად, სამართალი ურმით, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მოდის.

მინდა ვუთხრა ახლა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას - შეეგუეთ მარცხს. ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, ბოლოს და ბოლოს, ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც ახლა უმძიმეს გასაჭირშია. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ. ნუ შევარცხვენთ ჩვენს ქვეყანას. მე, პირადად, სიტყვას გაძლევთ, რომ არანაირი შურისძიების სურვილი კი არა, არამედ წყენაც კი არ დამრჩება, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც გამატარეთ”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა